ვიდეო
ქუთაისელების წინასაარჩევნო განწყობა – გამოკითხვა (ვიდეო)
FaceBook
"არავის იმედი არ მაქვს და არ მივდივარ საერთოდ", "მაინც მივდივარ, მოვალეობას მოვიხდი", "ვცდილობ წავიდე, განწყობა საშუალოზე ქვევით".

ასეთია, ქუთაისელების განწყობა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

მოქალაქეთა მოლოდინებზე და აპირებენ თუ არა ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას, ქუთაისიპოსტმა გამოკითხვა ჩაატარა.

შემთხვევითი შერჩევის წესით გამოკითხული 50 ადამიანიდან, 10-ს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, 20 მათგანი ფიქრობს, რომ მის მიერ არჩევნებში მონაწილეობით არაფერი შეიცვლება და შესაბამისად, წასვლას არ გეგმავს. დანარჩენი კი მიიჩნევს, რომ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, მოქალაქეობრივი ვალი უნდა მოიხადოს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.




მარიამ პატარაია
რეზი ბურჯანაძე





Print