ვიდეო
ქუთაისში მოედნიდან წერეთლის ქუჩის მიმართულებით გზის გახსნას ითხოვენ (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალური მოედნიდან წერეთლის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილებისთვის გადაადგილება მხოლოდ ღამის 20:00 საათიდან დილის 8:00 საათამდეა ნებადართული.
დროის დანარჩენ მონაკვეთში ამ მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია. წერეთლის ქუჩაზე მოხვედრის მსურველებს, ცენტრალური მოედნიდან ფალიაშვილის ქუჩის გავლით, პირველ საჯარო სკოლასთან, შემდეგ კი ქუთაისის მერიასთან უწევთ გამოსვლა. 

მძღოლების ნაწილი მიიჩნევს, რომ აკრძალვა საცობებს ქმნის და უნდა მოიხსნას, ზოგი კი თვლის, რომ შეზღუდვის გაუქმების შემთხვევაში, გზაზე უფრო მეტი პრობლემები შეიქმნება. 






Print