ახალი ამბები
ქუთაისელებისთვის ყველაზე უხერხული კითხვები -გამოკითხვა(ვიდეო)
FaceBook
28 სექტემბერს უხერხული კითხვების დღე აღინიშნება.

რა არის ყველაზე უხერხული კითხვა რაც თქვენთვის დაუსვამთ? - ამ თემაზე "ქუთაისიპოსტმა" გამოკითხვა ჩაატარა.

როგორც აღმოჩნდა, 20 გამოკითხულიდან 10 ამბობს, რომ კითხვები - ცოლი როდის მოგყავს? როდის თხოვდები? - მათთვის ყველაზე უხერხულია.

10 გამოკითხული ასეთად შემდეგ კითხვებს მიიჩნევს: რამდენი გაქვს ხელფასი? მესამე შვილს როდის აჩენ? ქალიშვილი ხარ თუ არა?

უხერხული კითხვების დღე პირველად 1980 წელს ამერიკაში აღნიშნეს. 2009 წლის შემდეგ ის ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც აღინიშნება.

ამ დღეს, ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა აქვს უხერხული კითხვები დასვას.



Print