ვიდეო
სპორტული მოედნების მშენებლობის პრეზენტაცია ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე ტიპის სარაგბო და საფეხბურთი მოედანი აშენდება.

მშენებლობას საფუძველი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ქუთაისის მერიისა და იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად ჩაუყარა.

2016-2017 წლებში სულ დაგეგმილია 20 მოედნის მშენებლობა, აქედან 10 საფეხბურთო, 10 კი სარაგბო იქნება. მშენებლობას სლოვაკური კომპანია "Autokomodex Trnava spol.sro" უზრუნველყოფს.

პროექტის ჯამური ღირებულება 9.410.00 ევროა.

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის მაისში დასრულდება.

სპორტული კომპლექსები საქართველოს სამ ქალაქში: ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში აშენდება.


Print