ვიდეო
გზის საფარის შეჩერებული რეაბილიტაცია ასათიანის ქუჩაზე (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე, წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაჭრილი ქუჩა თვეზე მეტია მიტოვებულია.

როგორც თურქულ კომპანია smk- ს თანამშრომლები პირად საუბრებში ამბობენ, სამუშაოების დროს ძველი მილი დაზიანდა, საიდანაც წყალი ჟონავს. მათივე თქმით, ამორტიზებული გზის აღდგენა მანამდე არ მოხდება, ვიდრე დაზიანების კერას არ მიაგნებენ.

"სავრაუდოდ, ტექნიკამ ძველი მილი დააზიანა, რომელიც, შესაძლოა იმდენად ამორტიზებული იყო, რომ მიწის ფენასთან იყო შეერთებული. ამის გამო ვერ შეამჩნიეს. ახლა ეძებენ საიდან გამოდის წყალი და ვიდრე არ იქნება ნაპოვნი,სამუშაოებს ვერ დაასრულებენ",-აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული.

ასათიანის ქუჩაზე სამუშაოების გაჭიანურების გამო პრეტენზიები აქვთ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაშიც". კომპანიის დირექტორის მოადგილის ზაზა სიხარულიძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია smk -ს სათაო ოფისი.

"დავუკავშირდით ანკარაში მათ სათაო ოფისს. გავაცანით ჩვენი პრეტენზიები და მოვითხოვეთ სამუშაოების დროულად დასრულება",- განაცხადა ზაზა სიხარულიძემ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

სამუშაო გრაფიკის დარღვევაზე smk-ში განმარტებებს არ აკეთებენ.

თურქული კომპანია წყლის სისტემის რეაბილიტაციას მთელი ქალაქის მასშტაბით ახორციელებს. მას მილების შეცვლის დროს დაზიანებული გზის საკუთარი ძალებით აღდგენის ვალდებულება აქვს აღებული.

სამუშაოები ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ქუთაისში წყლის სისტემის შეცვლა 2018 წელს უნდა დასრულდეს.


Print