ვიდეო
"ქართულ ხმებთან" ერთად მესხიშვილის თეატრში ამღერებული იმერეთის გუბერნატორი (ვიდეო)
FaceBook
იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში "ქართულ ხმებთან" ერთად იმღერა.

კონცერტზე 20 სხვადასხვა ჟანრის სიმღერა შესრულდა, მათ შორის ხალხური და ქალაქური სიმღერებიც.

"ძალიან ვნერვიულობ, იმედია ყველაფერიკარგად ჩაივლის," – განაცხადა გივი ჭიჭინაძემ კონცერტის დაწყებამდე.

იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, 2016 წლის 18 სექტემბერს "ქართულმა ხმებმა" ბათუმში, ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებულ ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა.


Print