ახალი ამბები
რატომ ირჩევენ პირველკურსელები წერეთლის უნივერსიტეტს - გამოკითხვა (ვიდეო)
FaceBook

"იმიტომ, რომ სწავლა იყოს სახალისოც და საინტერესოც.", "მე მგონი კარგი უნივერსიტეტია და არ ვინანებ."


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

მიმდინარე წელს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში 1 706 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

რატომ აირჩიეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივესიტეტი? – ამ საკითხზე "ქუთაისიპოსტმა" პირველკურსელები გამოკითხა.

როგორც აღმოჩნდა, 30 გამოკითხულიდან 20 სტუდენტმა სასწავლებელი სწავლის ხარისხის გამო აირჩია, 5 მათგანმა მშობლების რჩევით აირჩია სასწავლებელი, ხოლო დანარჩენი 5 სტუდენტისთვის მნიშვლელობა არ ჰქონდა სად ისწავლიდა.


Print