ვიდეო
ქუთაისში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულები გაფიცვას აანონსებენ (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, კომპანია SMK -ს თანამშრმლები გაფიცვას აანონსებენ.

წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულები აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაო საათებს თვითნებურად ზრდის. მათი თქმით, თვეში ორი დღე დასვენება ეკუთვნით, თუმცა, სხვადასხვა მიზეზით მუშაობას აიძულებენ.

ხელშეკრულების პირობების დაცვის მოთხოვნით SMK -ს თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი გაფიცვა უკვე მოაწყვეს.

მათი თქმით,  თუ კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლობა მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, კვლავ გაიფიცებიან და ქალაქში სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეაჩერებენ. 


Print