ვიდეო
პოლიტიკას თუ კანონს შეწირული "სამადლო" ლუკმა?! (ვიდეო)
FaceBook

მარტოხელა ნუცა ჯუღელი ქუთაისში, ავტოქარხანაში, მშვიდობის ქუჩაზე დაქირავებულ ერთ ოთახში ცხოვრობს.

ნუცა ჯუღელი მიმდინარე წლის მარტიდან აგვისტომდე ქუთაისის "მადლიერების სახლში" უფასო სადილით სარგებლობდა.

მოხუცი ამბობს, რომ მას ყოველდღიური ულუფის მიღება აუკრძალეს.

მისი განმარტებით, დათხოვის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ იგი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი არ არის.

ნუცა ჯუღელის ბრალდებებს "მადლიერების სახლში" უარყოფენ და განმარტავენ, რომ ის ბენეფიციართა სიაში არასოდეს ყოფილა.

 


Print