ვიდეო
ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, მუხნარის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო-სამეცნიერო ქალაქის მშენებლობა იწყება.

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 140 ჰექტარზე გაშენდება და 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.

პროექტის მიხედვით, საუნივერსიტეტო ქალაქში გაერთიანდება სასწავლო, სამეცნიერო, მრავალდარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, სტუდენტების და მოწვეული პროფესორ-მასწავლებლების საცხოვრებელი სივრცეები, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურა, გასართობი და სარეკრეაციო ზონა.

უნივერსიტეტის ძირითადი მიმართულება იქნება: ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერიის დარგები, აგრონომია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მათი ინტერდისციპლინარული თანამედროვე პროგრამები.

ქუთაისის საგანმანათლებლო ქალაქისა და თბილისის ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიჯეტი 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას სრულად აფინანსებს ფონდი "ქართუ".

უნივერსიტეტი სტუდენტთა პირველ ნაკადს 2019 წელს მიიღებს.

Print