ვიდეო
ფერების ფესტივალი ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ასსაფეხურიან კიბეებთან დღეს ფერად ახალგაზრდებს დაინახავდით.

საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ფერების ფესტივალი COLOR FEST მოეწყო.

ღონისძიების ორგანიზატორი ლევან გოგიბერიძე ამბობს, რომ ფერების ფესტივალი 2012 წელს თბილისადან დაიწყეს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გააგრძელეს.

"ღონისძიება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან დიდი გამოხმაურება აქვს და დღესაც დიდი აქტივობა იგრძნობა", ამბობს ლევან გოგიბერიძე.

ფერების ფესტივალი პირველად ინდოეთში ჩატარდა. ღონისძიების დროს ხალხი ქუჩაში გამოდის და ერთმანეთს სხვადასხვა ფერის საღებავების ფხვნილებით სავსე ტომრებს ესვრის.

ღონისძიება ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მოეწყო. 

Print