ვიდეო
კოლხური ბზა - ტესტი ქუთაისის ბოტანიკური ბაღისთვის (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ბოლო რამდენიმე თვეა კოლხური ბზის ხმობის პროცესის შეჩერებას ცდილობენ.

თუმცა, მცენარის დიდი ნაწილი უკვე დაზიანებულია.

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ბზის ალურის საწინააღმდეგოდ ბაღის ტერიტორიაზე არსებული ბზის შეწამვლა რამდენჯერმე მოხდა, ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე, ბორის თვალოძე ამბობს, რომ პრეპარატის გამოყენება ბაღის ადმინისტრაციას სავარუდოდ კიდევ ერთხელ მოუწევს.

ბორის თვალოძის თქმით, ალურა უკვე მეორე წელია კოლხურ ბზას ებრძვის, თუმცა, შარშან მასთან გამკლავება მარტივად მოხერხდა, წელს კი განსაკუთრებული მასშტაბებით გამოირჩევა.

კოლხური ბზა, რომელიც ქუთაისის ბოტანკურ ბაღში მე-19 საუკუნეში გააშენეს, წითელ წიგნშია შეტანილი.


Print