ვიდეო
კერძო და საჯარო უწყებებისგან მიტოვებული გზა ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook

ქუთაისში, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარედ გზის საფარი 4 წელია არ შეკეთებულა.


ტერიტორია, სადაც ამორტიზებული გზაა ქალაქის მერიის, კერძო სავაჭრო ობიექტების და ავტოსადგურის ბალანსზე ირიცხება.

ავტოსადგურის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ მათ ბალანსზე არსებულ 1000 კვ.მ -მდე გზის საფარს მიმდინარე წლის ბოლომდე შეაკეთებენ.

ქუთაისის მერიაში კი განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაობი უკვე დაწყებულია და ის მას შემდეგ დამთავრდება, რაც კომპანია "SMK" ასათიანისა ქუჩასა და აღმაშენებლის გამზირზე წყლის სისტემის მოწესრიგებას დაასრულებს.

 

 

Print