ვიდეო
"ბურჯანაძე საქართველოს რუსეთს ჩააბარებს" - ქუთაისელები უბლოკო სტატუსზე (ვიდეო)
FaceBook
"აუცილებლად უნდა ვიყოთ რომელიმე ბლოკში, რომ ვიყოთ მეტად დაცული".

"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" საარჩევნო პროგრამის მიხედვით, საქართველო "უბლოკო სტატუსის" ქვეყანა უნდა იყოს.

პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საქართველო არც ერთი პოლიტიკური და სამხედრო ორგანიზაციის წევრი არ უნდა იყოს.

ამ საკითხზე ქუთაისიპოსტის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული 30 მოქალაქედან ამ ინიციატივას 14 ადამიანი არ ეთანხმება, 6 ქვეყნის ნეიტრალიტეტის მომხრეა, თუმცა თვლის, რომ საქართველოს ძლიერი საგარეო პარტნიორი უნდა ჰყავდეს.

გამოკითხული 10 ადამიანი კი "უბლოკო სტატუსის" შინაარსში ვერ ერკვევა.

როგორ აფასებენ ქუთაისელები ნინო ბურჯანაძის ინიციატივას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე, ნახეთ გამოკითხვა:




რეზი ბურჯანაძე
Print