ვიდეო
დამტვრეული ლამპიონები და მოშლილი ინფრასტრუქტურა ნინოშვილის სკვერში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ე.წ. ნინოშვილის სკვერში ლამპიონების უმრავლესობა დაზიანებულია. 100-ზე მეტი ნათურიდან, მხოლოდ რამდენიმეს აქვს შენარჩუნებული პირვანდელი ფორმა.






ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ სკვერში  დაზიანებული ლამპიონების შეცვლა წლის ბოლოს მოხდება.  

"წლის ბოლოსთვის იგეგმება ლამპიონების შეცვლა და ვიდეო კონტროლის სისტემის დამონტაჟება", -- აცხადებენ მერიაში.

ნინოშვილის სკვერს რეკონსტრუქცია ბოლოს 2012 წელს ჩაუტარდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 560 865 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს MTM- ის მიერ განახორციელდა.

მიმდინარე წლის 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ სკვერში "დიდების მემორიალი" მოეწყობა. უკვე არსებობს შესაბამისი ესკიზიც.

სკვერში
არსებული მემორიალის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

შესყიდვაზე წინადადებების მიღება 7 აგვისტოს დაიწყო და 12 აგვისტოს უნდა დასრულდეს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის განმავლობაში უნდა ჩაატაროს.

ქუთაისის მერია მემორიალის რეაბილიტაციისთვის 4 546 ლარს დახარჯავს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მემორიალზე არსებულ საქართველოს რუკასა და ხმალს. ასევე, მოეწყობა ბუნებრივ აირზე მომუშავე ფაკელი და თუნუქის ფირფიტები.





Print