ვიდეო
ქუთაისელების შეფასებები ბებიის გვარზე გადასვლაზე - გამოკითხვა (ვიდეო )
FaceBook
"ქუთაისიპოსტის" მიერ, შემთხვევით შერჩევის პრინციპით გამოკითხული 50 ადამიანიდან 35-ს არ მოსწონს ბებიის გვარზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გამოკითხულიდან 10 ადამიანისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვისი გვარი ექნება, ხოლო დანარჩენს გადაწყვეტილება ნაწილობრივ მოსწონს.

"რატომ უნდა გადავიდე ბებიის გვარზე, როცა ჩემი საკუთარი მაქვს და ვარ ქართველი? კაცი თუ ხარ,  შენი გვარი უნდა დაიცვა და შენს ჯიშს უნდა ემსახურო", - ასეთია ქუთაისელების შეფასებები.

ნახეთ ვიდეო-გამოკითხვა.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საკუთარ გვართან ერთად, ბებიის გვარზე გადასვლაც შესაძლებელი გახდა.
Print