ვიდეო
ვინ ქმნიდა ქუთაისის სახეს? (ვიდეო)
FaceBook
ზაფხული ტურიზმისთვის აქტიური პერიოდია. ტურისტებს ქალაქზე შთაბეჭდილებას ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული ათობით ქანდაკება, ბიუსტი, ბარელიეფიც  და ა.შ. უქმნის.

აღსანიშნავია რომ მათ უმეტესობას ერთი ავტორი ყავს - მოქანდაკე გიორგი (გოგილო) ნიკოლაძე.

ის თუ როგორია ქუთაისი დღეს ამაში გარკვეული წვლილი გიორგი ნიკოლაძესაც მიუძღვის. თუმცა, ქანდაკებაზე მითითებული არ არის მოქანდაკის ვინაობა და საზოგადოებისთვის უცნობი რჩება ცნობილი ძეგლების ავტორი.




გოგილო ნიკოლაძემ 88 წელი იცოცხლა და ბევრის გაკეთება მოასწრო. მუშაობდა ქანდაკების ყველა ჟანრში. გარდა ამისა, იყო სოციალურად აქტიური მოქალაქე. ვალერიან მიზანდარისა და მისი აქტიურობით ქუთაისში 50-იან წლებში დაფუძნდა მხატვართა კავშირი.

გიორგი ნიკოლაძის ნამუშევრები დაცულია ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეასა და საქართველოს ეროვნულ გალერეაში, ასევე საქართველოს კულტურის სამინისტროს ფონდში. გოგილო ნიოლაძის ქანდაკებები არის რუსეთში, უზბეკეთში და ა.შ.

Print