ვიდეო
ნაყინის ფესტივალი ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
მშობლები ბავშვებით, ახალგაზრდები და უბრალოდ, ნაყინის მოყვარულები ქუთაისში, ბალახვნის ასსაფეხურიან კიბეებთან შეიკრიბნენ.

მიზანი ნაყინის ფესტივალზე დასწრება და სხვადასხვა გასართობ შოუში მონაწილეობის მიღება იყო.



ქუთაისელი ბავშვებისთვის თეატრალიზებული წარმოდგენა მოეწყო. ადგილზე წარმოდგენილი იყო ზღაპრის გმირები, გასართობი შოუ–პროგრამები, თამაშები, მაგიდის ჰოკეი და ბატუტი.

ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია "ბარამბოს" წარმომადგენლის თქმით, ფესტივალი უკვე მეოთხე წელია იმართება, თუმცა ქუთაისში ის მეორედ ჩატარდა.

"გასართობი პროგრამა საბავშვო იყო და მათთვის უფასო გახლდათ გასაბერ ბატუტზე ხტომა და მაგიდის ჰოკეი, სახეზე მოხატვა და რა თქმა უნდა ბარამბინოს უგემრიელესი ნაყინი"–ამბობს "ბარამბოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ქეთი ნიბლაძე.

ბავშვების გართობას საათნახევრის განმავლობაში ანიმატორები ცდილობდნენ.

"მე ძალიან მიყვარს ნაყინი. ჩვენთვის, ბავშვებისთვის ძალიან კარგია ასეთი ღონისძიებები და კარგი იქნება ხშირად რომ ტარდებოდეს"–ამბობს ჯული არჩვაძე.

ფესტივალის დასკვნითი ტური, ხვალ, ფოთში გაიმართება.

Print