ვიდეო
16 წლის ამერიკელი ძალოსანის მსოფლიო რეკორდი თბილისში (ვიდეო)
FaceBook
ამერიკელმა კლარენს კამინგსმა აკვრის მეორე ცდაზე 175 კილოგრამიანი შტანგა დაძლია.


ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატზე ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა.

16 წლის ამერიკელმა ძალოსანმა კლარენს კამინგსმა, რომელიც 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

მან აკვრის მეორე ცდაზე 175 კილოგრამიანი შტანგა დაძლია. ორიოდ წუთში კი ეს რეკორდი კიდევ 5 კილოგრამით გააუმჯობესა. მსოფლიოს ახალი რეკორდია ასევე ორჭიდის ჯამში მის მიერვე დაგროვებული 317 კილოგრამი.



თბილისში ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში 64 ქვეყნის 307 სპორტსმენი მონაწილეობს.

ტურნირი მიმდინარე წლის 2 ივლისს დასრულდება.

Print