ვიდეო
პროტესტი ნარკოპოლიტიკას - გადაცემა (ქუთაისიპოსტის სტუდია)
FaceBook
26 ივნისს ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაოშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში კი ამ დღეს ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას გააპროტესტებენ.


"მე ნარკოტიკების მომხმარებელი არ ვარ კრიმინალი", "არ დასაჯო" - ეს იქნება მთავარი მოწოდება 26 ივნისს, თბილისში დაგეგმილ აქციაზე, რომელსაც რეგიონებიც შეურთდება.

რატომ დადგა ამ მესიჯების გაჟღერების აუცილებლობა, სად არის პრობლემა, რა უნდა შეიცვალოს და რატომ? - აღნიშნულ საკითხებს ეხება ქუთაისიპოსტის სტუდიაში მომზადებული გადაცემა, რომლის სტუმრები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „რუბიკონის“ გამგეობის თავმჯდომარე ზაზა ქარჩხაძე და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი.

გადაცემაში ასევე ნახავთ სიუჟეტს, რომელიც ქუთაისში ერთი წლის წინ გარდაცვლილი ლევან აბზიანიძის საქმეზე მოგვითხრობს. საქმეზე, რომელიც ნარკოპოლიტიკის ტრაგიკულ მაგალითად მიიჩნევა.

Print