ვიდეო
ვგულშემატკივრობ საქართველოს – ბრაზილიური ცეკვები ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
საერთაშორისო ოლიმპიური დღის ღონისძიებები ქუთაისში ბრაზილიური ცეკვების წარმოდგენით დასრულდა.

ცენტრალურ მოედანზე ქუთაისელმა მოცეკვავეებმა იცეკვეს.

"რიო დე ჟანეირო და ბრაზილია ყველა ოლიმპიელს ოლიმპიურ თამაშებზე იწვევს. საქართველოს ნაკრები უკვე დაკომპლექტებულია და ქუთაისმა თავის თანაქალაქელებს ერთად გულშემატკივრობისთვის მოუწოდა," – ამბობს იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი, რევაზ რობაქიძე.

ღონისძიება პროექტ "ვგულშემატკივრობ საქართველოს" ფარგლებში ჩატარდა.



23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა. იგი, სართაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, 1948 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

მიმდინარე წელს ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში 5–21 აგვისტოს ჩატარდება.

ქუთაისიდან რიოს ოლიმპიადის ლიცენზია მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ და ძალოსანმა, რაულ ცირეკიძემ მოიპოვეს, წყალტუბოდან კი მასში მონაწილეობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, იაკობ ქაჯაია მიიღებს.



Print