ვიდეო
უწყლობა ქუთაისში – მოსახლეობა არტეზიული ჭებით სარგებლობს (ვიდეო)
FaceBook
"21–ე საუკუნეში სამი დღე წყალი რომ არ გექნება, ესაა ცხოვრება? მარტო ვსუნთქავთ," – აცხადებენ ნიკეას ქუჩის მცხოვრებლები.

ქუთაისში ნიკეას უბანს ორი დღეა წყალი არ მიეწოდება. მოსახლეობა განმარტავს, რომ კორპუსების ეზოებში არსებული არტეზიული ჭებით მორიგეობით სარგებლობენ. თუმცა, მათივე განმარტებით, წყალი სასმელად უვარგისია.

ნიკეას უბნის გარდა ქუთაისში წყალმომარაგება თაბუკაშვილის, ხუნდაძის, მაისურაძის, დადიანის, სულხან–საბასა და გუგუნავას ქუჩებსაც შეუწყდათ.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მათ წყლის მიწოდება წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის გამო შეეზღუდათ.

მათივე განცხადებით, წყლის მიწოდება მიმდინარე წლის 23 ივნისის საღამოს საათებში ან 24 ივნისის აღდგება.



რეზი ბურჯანაძე
Print