ვიდეო
არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი – ქუთაისელების შეფასებები (ვიდეო)
FaceBook
"ყველა დამნაშავეა, ვინც დანაშაულს ჩადის"

"ქუთაისიპოტის" მიერ შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 40 გამოკითხულიდან მხოლოდ ოთხი ადამიანი თვლის, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრი, ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, დანარჩენის აზრით კი არ არის.

"9 წლის მანძილზე რაც დანაშაულბები ხდებოდა ალბათ ყველაზე ხელი მიუწვდებოდა ვანო მერაბიშვიშვილს. უნდა იხდიდეს სასჯელს. ყველა დამნაშავეა, ვინც დანაშაულს ჩადის", – ასეთია ქუთაისელების შეფასებები.


ვანო მერაბიშვილის ადვოკატის ოთო კახიძის ინფორმაციით, ევროპის სასამართლომ ყოფილი პრემიერ–მინისტრი პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნია. ეს განცხადება უფლებადამცველმა მიმდინარე წლის 14 ივნისს გაავრცელა.

სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება ამავე დღეს გამოაქვეყნა.

Print