ვიდეო
ევროპული ბიბლიოთეკა ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ახალი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ქალაქს 2017 წელს ექნება

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე საბიბლიოთეკო კორპუსი შენდება.

უნივერსიტეტის სამედიცინო კორპუსის მიმდებარედ, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა დაიწყოს.

ახალ ბიბლიოთეკაში სრულად გადავა უნივერსიტეტის წიგნადი ფონდი და უნიკალური გამოცემები.



ბიბლიოთეკის მშენებლობის იდეა უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი ღავთაძეს ეკუთვნის.


გამორჩეული ვიზუალისა და ფუნქციური დატვირთვის მქონე ახალი ბიბლიოთეკა კომფორტის ეფექტზეა გათვლილი.
პროექტის ავტორთა მთავარი მიზანიც, მკითხველის საგანმანათლებლო სივრცეში დიდი ხნით დარჩენაა.

შენობაში იქნება ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის ოთახები, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი კაბინეტები, დარბაზები სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისთვის და პრეზენტაციისთვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობა.

ბიბლიოთეკაში ერთ-ერთ ინოვაციას ღია დაშვების სტელაჟები წარმოადგენს, რომელიც მკითხველს შესაძლებლობას მისცემს თავად მოძებნოს სასურველი წიგნი, საჭიროების მიხედვით გაიტანოს და დააბრუნოს.

ახალი ბიბლიოთეკა, თავისი წიგნადი ფონდითა და ელექტრონული რესურსებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება.


აკაკი წერეთლი სსახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ბიბლიოთეკის მშენებლობა სამმხრივი თანამშრომლობის შედეგად გადაწყდა.

პროექტი 2 500 000 ლარადაა შეფასებული. აქედან, 200 000 ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, 20%-ს უნივერსიტეტი დახარჯავს, ხოლო დარჩენილ თანხას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაიღებს.

ახალი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ქალაქს 2017 წელს ექნება.


Print