ვიდეო
ქუჩა გზის გარეშე (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, სარეკონსტრუქციო სამუშაობის გამო დადიანის ქუჩა გზის გარეშე დარჩა. გადათხილი მიწის საფარის გამო, მოსახლეობა გადაადგილებას ვერ ახერხებს.

ამ დროისთვის ტერიტორიაზე გრუნტის გაჭრა მიმდინარეობს, სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. 




„ოლიმპიადისთვის ამზადებენ მთელ ქუჩას - წინააღმდეგობის დაძლევაში“

„ყველა მესახლეს დაურიგებენ ტრაქტორს, სახლში მისასვლელად“ - ასე აფასებენ გადათხრილ ქუჩას და იქ მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ დადიანის ქუჩაზე გრუნტის მოჭრა იდეალურად მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ 10 სმ ბეტონის დაწნეხილი ფილები დაიგება.

სამსახურის ინფორმაციით, დადიანის ქუჩის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 701 307 ლარი.

როგორც ადგილზე დასაქმებული მუშები განმარტავენ, გრუნტის გაჭრის შემდეგ, ნარჩენების გატანა მოხდება და ქუჩა მოიხრეშება. ასეთ მდგომარეობაში უნდა იყოს ტერიტორია ერთი თვის მანძილზე. ხოლო შემდეგ ფილების დაგება დაიწყება. მათი განმარტებით, გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.


Print