ვიდეო
ახვლედიანის, კაკაბაძის და ყაზბეგის უცნობი ესკიზები, რომლებსაც მესხიშვილის თეატრი ინახავს (ვიდეო)
ქუთაისის მესხიშვილის თეატრი 150 წლისაა, თუმცა თეატრის მუზეუმში მხოლოდ 1938 წლიდან არსებული ინფორმაცია ინახება. უფრო ძველი მასალები ხანძარმა შეიწირა. დანაკარგის მიუხედავად, მუზეუმში სახელოვანი მსახიობებისა და რეჟისორების მოღვაწეების შესახებ არსებული მასალების გვერდით, 1400-მდე ესკიზია დაცული. მათ შორის, მუზეუმში ინახება დიდი მხატვრების – დავით კაკბაძის, ელენე ახვლედიანის, ნიკა ყაზბეგის, ფარნაოზ ლაპიაშვილის, კორნელი სანაძის, ირინა შტენბერგის და მრავალი სხვა ავტორის ესკიზები, რომლებიც ამ დრომდე არსად გამოფენილა.
დიდი მხატვრების ამ დრომდე უცნობი ესკიზები, რომლებსაც მესხიშვილის თეატრი ინახავს – ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:

ეკა კუხალაშვილი
Print