ვიდეო
სტუდენტების კონცერტი მაყურებლის დეფიციტით (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, სტუდენტების მიერ ორგანიზებულ კონცერტს ახალგაზრდების დიდი ნაწილი არ დაესწრო.

საღამოზე მყოფი მაყურებლის შეფასებით, ივენთის ერთადერთი ცუდი მხარე მსმენელის ნაკლებობა იყო.

"ახალგაზრდების გართობისა და გააქტიურების მიზნით მოეწყო სწორედ ძალიან კარგი საღამო, თუმცა აუდიტორიის გარეშე ძალიან უღიმღამო გამოვიდა,"- განმარტეს სტუდენტებმა.

საღამო ჯგუფმა "მუზეუმმა" ინტერნეტ ბლოგერების ჯგუფ "კაკოვიჩი" -ს წევრებთან ერთად გახსნა.

მუსიკოსებმა პოპულარული სიმღერების თანამედროვე ვერსიები შეასრულეს, ხოლო საღამო დისკოთეკით  დიჯეი სომალიმ დახურა.

კონცერტის მიმდინარეობისას ახალგაზრდებს ტკბილეულითა და უალკოჰოლო სასმელებით უფასოდ გაუმასპინძლდნენ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ღია ცის ქვეშ უფასო კონცერტი სტუდენტებისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

Print