ახალი ამბები
"გაზაფხულის რიტმები" ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი "გაზაფხულის რიტმები" გაიხსნა.

ღონისძიება მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ დაიყო და მსვლელობით, ლადო მესხისვილის სახელობის თეატრში გადაინაცვლა.

ფესტივალი ტრადიციული არის. ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უკვე მესამედ ტარდება.

"გაზაფხულის რიტმებში" საქარველოს სხვადასხვა კუთხეების ფოკლორულ ანსამბლებთან ერთად, თურქეთიდან და ლიტვიდან მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფებიც მონაწილეობენ.

"ისინი სპეციალურად დამოუკიდებლობის დღის ღონისძიბებში მონაწილეობისთვის ჩამოვიდნენ და შემოგთავაზებენ, როგორც ქართულ, ასევე, უცხოურ ცეკვებს და სიმღერებს. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს კონცერტები იმერეთის სხვადასხვა რეგიონებში," – განაცხადა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, მანანა მანაგაძემ.

"გაზაფხულის რიტმები" ოთხი დღე გაგრძლედება. მასში მონაწილეობას 2000–მდე გამომსვლელი მიიღებს.

ფოლკლორული ფესტივალი 29 მაისს ქუთაისის მესხიშვილის თეატრში კონცერტით დასრულდება.

Print