ვიდეო
მოდების ჩვენება ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
საუკეთესო ნამუშევრები კიევში, ახალგაზრდა დიზაინერთა საერთაშორისო კონკურსზე მოხვდება.


წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი "სახელოვნებო კვირეული" მოდების ჩვენებით დაიხურა.

სასწავლო დაწესებულების გამოყენებითი დიზაინის სპეციალობის სტუნტებმა საკუთარი ხელით შექმილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და თექით შექმნილი აქსესუარები წარმოადგინეს.



საუკეთესო ნამუშევრები ახალგაზრდა დიზაინერთა საერთაშორისო კონკურსზე მოხვდება, რომელიც მაისის ბოლოს, კიევში გაიმართება.

"ეს არის ხელით შექმნილი მოდელები და მე ვთვლი, რომ ისინი არის ხელოვნების ნიმუში. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი სტუდენტებით", - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, მაია გრძელიძე.

"მე პირველად ვმონაწილეობ ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში. აქედან გამომდინარე, ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ,"- ამბობს ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლე, თეკლა კაკაურიძე.

ღონისძიების ორგანიზატორი წერეთლის უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დიზაინისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი იყო.


Print