ვიდეო
96 წლის ვეტერანის ცხოვრება ერთ ოთახში, ომის მოგონებებთან (ვიდეო)
FaceBook
„ხალხი გადავარჩინე სიკდილს“ - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო და დასამახსოვრებელი ეპიზოდი მეორე მსოფლიო ომიდან ქუთაისელი ვეტერანითვის.

ალექსანდრე კოხრეიძე დახვრეტას სასწულებრივად გადაურჩა. ახლა 96 წლის ომის ვეტერანი ქუთაისში, სინაურის ქუჩაზე ერთ პატარა ოთახში ღარიბულად ცხოვრობს. მისი შემოსავალი პენსიასთან ერთად, მხოლოდ სოციალური დახმარებაა.

მარტოხელა ვეტერანი ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ომის ეპიზოდებს იხსენებს და 71 წლის წინ ჯერ ყირიმში, შემდეგ კი მანჯურიაში თავს გადამხდარ ისტორიებს ყვება.



მეორე მსოფლიო ომმა 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 300 000 ქართველი.

ქუთაისში ამ დროისათვის 38 ვეტერანი ცხოვრობს, 9 ადამიანით ნაკლები გასულ წელთან შედარებით.

Print