ვიდეო
მხატვრები რეგიონებიდან - გიორგი ჭიღლაძის „ფანჯარა“ სხვა სივრცეში (ვიდეო)
კონცეპტუალური აბსტრაქცია - ასე უწოდებს მხატვარი გიორგი ჭიღლაძე ნამუშევრების კოლექციას, რომელიც მან პერსონალურ გამოფენაზე წარმოადგინა.

მხატვარმა სააზროვნოდ ალტერნატიული სივრცე შექმნა და ამ გზაზე მაყურებელიც გაიყოლა.

გიორგი ჭიღლაძე ფართო საზოგადოებამ გასული საუკუნის 90-იან წლებში გაიცნო "არტ კლუბით", რომელიც მხატვარმა მეგობართან ერთად დააფუძნა. კლუბმა მაშინ ქუთაისში მოქმედი ბევრი არტისტი გააერთიანა და ოფიციალური კულტურის მიღმა სხვა ფანჯარა გახსნა.

Print