ჭომის წყალსაცავი — დასასვენებელი ზონის ნაცვლად ნაგვის გროვები - რუბრიკაში "ქუთაისი დღეს" (ვიდეო)
13:36 / 20.07.2026
რუბრიკა „ქუთაისი დღეს“ ქუთაისის სხვადასხვა უბანსა და ქალაქისთვის
მნიშვნელოვან ლოკაციებს დაეთმობა.
თითოეულ ეპიზოდში ადგილზე გაჩვენებთ, რა ვითარებაა ქალაქის სხვადასხვა
ნაწილში, ხოლო კომპეტენტურ რესპონდენტებთან ერთად იმ საკითხებს
განვიხილავთ, რომლებიც ქუთაისისთვის მნიშვნელოვანია.
რუბრიკის მიზანია, ობიექტურად წარმოვაჩინოთ, რამდენად მოწესრიგებულია
ქალაქის სხვადასხვა უბანი, რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე
დგანან ადგილობრივები და რა საჭიროებს დროულ რეაგირებას.
ერთი მხრივ, საზოგადოებას ვაჩვენებთ ქალაქში არსებულ პრობლემურ
საკითხებს, ხოლო მეორე მხრივ, ამ საკითხების იმ უწყებებისა და
პასუხისმგებელი პირების ყურადღებამდე მივიტანა, რომლებსაც მათი
მოგვარება ევალებათ.
რუბრიკის შემდეგი ვიდეოეპიზოდი ეხება ჭომის წყალსაცავის
მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ნარჩენების გორაა.
„ახლა ვართ ულამაზეს ადგილზე, ეს არის ჭომის წყალსაცავი. უკვე ათეული
წელია ვითხოვთ ყურადღებას, რომ ეს ადგილი იქცეს გამაჯანსაღებელ,
კულტურულ, დასასვენებელ ზონად. ქალაქის ცენტრიდან ადამიანს, ფეხით
შეუძლია, დაახლოებით, 10 წუთში ამოვიდეს. იქირაოს ნავი, ცხენი ან
ფეხით გავიდეს კუნძულზე, გაერთოს და სუფთა ჰაერი ისუნთქოს.
მაგრამ სინამდვილეში გვაქვს ნაგვის სერიოზული მწვერვალები. მერე
გვიკვირს ამდენი დაავადება რომ არის, საიდან?! აი, ამ ნაგვის
გორებიდან. გაძლევთ ერთ თვეს ვადას, რომ ეს ადგილი დასუფთავდეს. თქვენ
რა გგონიათ, ადამიანის ჯანმრთელობა ნაკლებ სალაპარაკოა?“, -
ამბობს რუბრიკის სტუმარი კონსტანტინე ჭარხალაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები