ვიდეო
„ჰყოფნით თუ არა პენსია?" — რას ამბობენ ხარაგაულში მცხოვრებლები
FaceBook

რამდენად ყოფნით პენსია? — ამ კითხვით „ქუთაისიპოსტმა“ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხარაგაულში გამოკითხვა ჩაატარა.


ადგილობრივების თქმით, არსებული პენსია ხშირად მხოლოდ აუცილებელი ხარჯების ნაწილს ფარავს და მისი გადანაწილება მათთვის რთულია. მათი შეფასებით, მზარდი ფასები და ყოველდღიური საჭიროებები მნიშვნელოვნად ართულებს ფინანსურ მდგომარეობას.

გამოკითხულთა ნაწილი აღნიშნავს, რომ პენსიის ეკონომიურად განაწილების შემთხვევაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია თავის გატანა, თუმცა დამატებითი ხარჯების დაფარვა მაინც პრობლემად რჩება.

„გაჭირვებით“, — ამბობენ ადგილობრივები.


ავტორები: თეკლე მორგოშია
ხვიჩა ვაშაყმაძე

Print