ვიდეო
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა გაყიდვიდან ერთი წლის შემდეგაც მოუვლელია (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტის მდგომარეობა გაყიდვიდან ერთი წლის შემდეგაც უცვლელია.


საუბარია გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე მდებარე სამხედრო ყაზარმის ყოფილ შენობაზე, რომელიც  ქუთაისის მერიამ ობიექტი 2025 წელს, 6 მილიონ 226 ათას ლარად, ელექტრონულ აუქციონზე გაასხვისა.


ხანძთელის ქუჩაზე მდებარე შენობა 1860 წელს აშენდა. იგი ყოველთვის სამხედრო უწყებებს ეკუთვნოდა. მე-19 საუკუნეში აქ იდგა ბესარაბიის, ტირასპოლის პოლკები, ასევე, ქართული ბატალიონიც - ძირითადად კავალერია. სამხედროების ცხენებს ყაზარმის პირველი სართული ეთმობოდა.

შენობა საბჭოთა კავშირთან ერთად დაინგრა, საქართველოდან რუსული ჯარის გასვლის შემდეგ. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში კი, დიდთოვლობამ ზიანი მიაყენა და საბოლოოდ ჩამოანგრია. ამის შემდეგ არც აღდგენილა. თითქმის 30 წელია, შენობას არ შეხებია მშენებლისა და რესტავრატორის ხელი. ამ დროისთვის შენობა ამორტიზებულია და ანტისანიტარიის კერად არის გადაქცეული. 

ამავე თემაზე:

ქუთაისში, სამხედრო ყაზარმას ყოფილი შენობა აუქციონზე 6 მლნ ლარად იყიდება

მიტოვებული "ყაზარმა" და ადამიანები (ფოტო/ვიდეო)
Print