„ერთი კილო ხორცს ვერ იყიდი პენსიით“ — რას ამბობენ წყალტუბოს მცხოვრებლები
12:20 / 11.06.2026
„შეიძლება ქალაქი ასჯერ უკეთესი იყოს, მაგრამ ასე რომ არ არის,
უპატრონობის ბრალია“, — ამბობს წყალტუბოს ერთ-ერთი მცხოვრები
„ქუთაისიპოსტის“ მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებული
ვიდეოგამოკითხვისას.
ადგილობრივების თქმით, ქალაქს დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა მის
განვითარებას უპატრონობა და არაეფექტური მართვა აფერხებს.
გამოკითხულები აღნიშნავენ, რომ ყოველდღიურად უწევთ ეკონომიის გაკეთება
პირველადი საჭიროების პროდუქტებზე, მათ შორის ხორცზე, კარაქსა და რძის
ნაწარმზე. მათი შეფასებით, გაზრდილი ფასების ფონზე, განსაკუთრებით
რთულია პენსიით ცხოვრება.
"პენსიით ერთ კილოგრამ ხორცს ვერ იყიდი. რომ იყიდო მერე რას ჭამ?!", -
აღნიშნავს კიდევ ერთი ადგილობრივი.
მოქალაქეები ყურადღებას სოფლის მეურნეობის მდგომარეობაზეც
ამახვილებენ. მათი თქმით, ბევრი სოფელი აღარ ითესება და აღარ იხვნება,
რაც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას
წარმოადგენს. ისინი ფიქრობენ, რომ ადგილობრივი წარმოების შემცირების
პირობებში საქართველო იმპორტზე ზედმეტად არის დამოკიდებული.
მასალის გამოყენების პირობები