ვიდეო
პარლამენტარების პასუხები იმერეთის მოსახლეობას - ახალი რუბრიკა "ქუთაისიპოსტზე" (ვიდეო)
მოქალაქეების მიერ დაფიქსირებულ პრობლემურ თემებზე ლობირების მიზნით ქუთაისიპოსტი ახალ რუბრიკას გთავაზობთ


სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების, დემოკრატიის მხარდაჭერისა და მოქალაქეების მიერ დაფიქსირებულ პრობლემურ თემებზე ლობირების მიზნით, ქუთაისიპოსტი ახალ რუბრკას გთავაზობთ, სახელწოდებით - "პარლამენტარების პასუხები იმერეთის მოსახლეობას".

ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მოქალაქეების მიერ დაფიქსირებულ პრობლემურ თემებზე ლობირების მიზნით, ორ კვირაში ერთხელ მოხდება პარლამენტის დეპუტატების ვიდეოგამოკითხვა, რას ფიქრობენ მოსახლეობის მიერ დასახელებულ პრობლემურ საკითხებზე და როგორ ესახებათ მათი  გადაჭრის გზები.

რუბრკის პირველი თემა სოციალური საკითხი, კერძოდ, სოციალური დახმარების პროგრამა გახლავთ, რომელიც სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის ყოველთვიურ ფულად დახმარებას ითვალისწინებს.

"ქუთაისიპოსტის მიერ გამოკითხული" 30 ადამიანიდან ყველა ამბობს, რომ  სოცილაური დახმარების მისაღებად ქულების მინიჭება არასწორად ხდება.

რას ფიქრობს აღნიშნულ საკითხზე  პარლამენტის  სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და როგორია მისი ხედვა პრობლემის მოსაგვარებლად? - ნახეთ ვიდეო:
Print