ვიდეო
ეტიკეტირების ქართული და ევროპული სტანდარტები - რას ითხოვს კანონი და საზოგადეობა (ვიდეო)
იმერეთში წარმოებული პროდუქციის ეტიკეტირების ნორმები -  რა სტანდარტების დაცვაა აუცილებელი ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად.


მეოთხე გადაცემის თემა გახლდათ იმერეთში წარმოებული პროდუქციის შეფუთვის, ბრენდირებისა და ეტიკეტირების ნორმები - თუ რა ითხოვს კანონი და საზოგადოება და რა სტანდარტების დაცვაა აუცილებელი ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად.

გადაცემის სტუმრები გახლდნენ "ტყიბულის ჩაის" დამფუძნებელი უჩა დალაქიშვილი და საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე.

გადაცემაში ასევე ჩართულია ორი ვიდეოსიუჟეტი, რომელიც პროდუქტის შეფუთვისა და ეტიკეტირების კუთხით ქვეყანაში არსებულ რეგულაციებსა და აოსცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ წესებსა და ნორმებზე მოვითხრობს. ხოლო მეორე სიუჟეტში ნაჩვენებია აქეცევს თუ არა მოსახლეობა ყურადღებას ეტიკეტირებას პორდუქტის შეძენისას, როგორია მათი შეფასებები და მოთხოვნები.





გადაცემა მომზადებულია პროექტის "მედია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის" (M-GEA) ფარგლებში. M-GEA პროექტი, რომელსაც IღEX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IღEX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.
Print