ვიდეო
მოზარდების სპორტული ცხოვრება ქუთაისში (ვიდეო)
მოზარდების მშობლების თქმით, სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილების საათები არ არის საკმარისი.

ააიპ ქუთაისის სულიკო თორთლაძის სახელობის სპორტული სკოლის ჩოგბურთის მწვრთნელის ნინო ჩაჩხიანის თქმით, მოზარდებში სპორტით დაინტერესება მაღალია და ფასიან, თუ უფასო ჯგუფებში 5 წლიდან ნებისმიერი კატეგორიის მსურველები დადიან.

რგორც მოზარდების მშობლები ამბობენ, კერძო სპორტულ სკოლებს იმ მიზეზით მიმართავენ, რომ საჯარო სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილების საათები არ არის საკმარისი.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინფრომაციით, ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში 11 სპორტული სკოლაა 38 სპორტის სახეობით. აქედან, 3 703 მოზარდი უფასოდ დადის სპორტის სხვადასხვა სახეობაზე.
Print