ვიდეო
იმერეთის ტურისტული პოტენციალი და ევროპული პერსპექტივები (ვიდეო)
ქუთაისიპოსტის სტუდიაში მომზადებული მორიგი გადაცემის თემაა ტურისტული ინფრასტრუქტურა იმერეთში და ევროსტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.


როგორია იმერეთის ტურისტული პოტენციალი და სტანდარტები, რა საჭიროებს დახვეწას და გადახედვას, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ევროსტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით და რა მოლოდინებს აჩენს ასოცირების ხელშეკრულება ტურიზმის სფეროში?

გადაცემის სტუმრები არიან იმერეთის გუბერნიის რეგიონალური პროექტების კოორდინაციის სამსახურის მთავარი პეციალისტი კოტე ჭარხალაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია "რეგიონალური განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელი, მალხაზ ჭრელაშვილი.

გადაცემაში თქვენ ასევე, ნახავთ ვიდეოსიუჟეტებს, თუ როგორია ევროპული მოთხოვნები ქართული ტურიზმისთვის, ხოლო მეორე სიუჟეტი ქუთაისსა და იმერეთში დღესდღეობით არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე მოგითხრობთ. 




Print