ვიდეო
"ვითხოვთ სამართლიანობას და ახალ არჩევნებს" - საყოველთაო გაფიცვას ქუთაისიც შეუერთდა
FaceBook
„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს", "ვითხოვთ სამართლიანობას და ახალ არჩევნებს"...

საქართველოში საყოველთაო გაფიცვა გაიმართა. გაფიცვა 15-დან 18 საათამდე გაგრძელდა და მას მრავალი ობიექტი შეუერთა.

ქუთაისში ათამდე კომპანია და კომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ. მათ სამი საათის განმავლობაში შეწყვიტეს მუშაობა.

გაფიცვაში მონაწილე პირები ქუთაისის მერიის წინ გამართულ უწყვეტ აქციას შეუერთდნენ. აქციამ მსვლელობსი ხასიათი მიიღო. საპროტესტო აქციის მონაწილეები გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ მოქალაქეებს ხელახალი არჩევნების მოთხოვნით და უსამართლოდ დაპატიმრებულთა გათავისუფლებისთვის.

"მნიშვნელოვანია ყველამ გაიტავისოს რომ ახალია რჩევნების აგრეშე ქვეყაანში არსებული კრიზისი არ მოგვარდება, ხოლო უსამართლდო დაპატიმრებულთა გათავისუფლების გარეშე არ იარსებებს სამართლიანობა. გაფიცვა ჩვენი უფლებაა და მისი საშაუალებით უნდა მივაღწიოთ მიზანს", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

,,სმარტი" ,,, მინი არტი",,,ბარაქა',`ლილესთან", ,,აქვაშენი", ,,სხვენი",,,შატო ვარციხე", ,,კომუნალი"
,,კორალი", `ასევე "საქართველოს ბანკის" თანამშრომელტა ნაწილი, "ბიბლუსის", "სანტა ესპერანსას", "სულაკაურის გამომცემლობის" ფილიალები.




Print
თეგები: #გაფიცვა