ვიდეო
ორბორბლიანების მარში ქუთაისში
FaceBook
"ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს!", "გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი" - ეს მოთხოვნები გააჟღერეს ქუთაისში 27 დეკემბერს გამართული ორბორბლიანების მარშის მონაწილეებმა.

ქუთაისში ველოსიპედისტების მარში გაიმართა. მარშის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრიდან აიღეს გეზი.. მათ ამ სიმბოლური აქტით გამოხატეს საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა.

"ჩვენი მოთხოვნები უცვლელია, ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება," - აცხადებენ მარშის მონაწილეები.



ქუთაისში 30 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები.
მოქალაქეები "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებენ. ისინი ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და აქციებისას დაკავებულების გათავისუფლებას.
Print