ვიდეო
"დაინიშნოს ხელახალი არჩევნები" - პროტესტის ერთი თვე ქუთაისში
FaceBook
დღეს, ზუსტად 30-ეა დღეა, რაც მოქალაქეები ქუჩის უწყეტი პროტესტით ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.
26 ოქტომბერს გაყალებებული არჩევნების შემდეგ, მოქალაქეები ქუჩაში "ქართული ოცნების" იმ განცხადებამ გამოიყვანა, რომელიც არჩევენების დასრულებიდან ერთი თვის თავზე, 28 ნოემბერს გაკეთდა.

"ჩვენთვის ისედაც ცხადი იყო "ოცნების" პოზიცია, რომ მას ევროპა კიარა რუსეთი სურს. მაგრამ ამას არ აღიარებდნენ არჩევნებმადე. ახლა კი ყველაფერი ნათელი გახდა. თუკი ვინმეს კითხვის ნიშნები ქონდა და იძახდნენ "ღირსებით ევროპისკენო" ყველაფერი ცხადია", - ამბობს აქციის მონაწილე.

ქუთაისში, პროევროპულ აქციაზე ამ ხნის განმავლობაში იდგა და აგრძელებენ პროტესტს როგორც ახალგაზრდები, ასევე, ასაკოვანი ადამიანებიც. მთავარ მოთხოვნას, ხელახალი არჩევნების დანიშვნასთან ერთად, აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლებაა.



ხატია სვანაძე პროტესტის და პროევროპული აქციის მონაწილეა. იგი ამბობს, რომ წარმოუდგენელია იჯდეს სახლში და უყუროს თუ როგორ მიჰყავს "ოცნებას" ქვეყანა უკან.

"პირველივე დღიდან აქ ვდაგავარ. უკვე წესად მექცა მერიის წინ, მეგობრებთან ერთად გამოსვლა. ჩვენ, აქ მყოფებს არ გვაშინებს, წვიმა და სიცივე, არც სადღესასწაულო დღეები, პირიქით, უფრო ვძლიერდებით", - ამბობს ნინო სვანაძე.

აქციის მონაწილეების სტვენის, შეძახილების  და  საპროტესტო  ბანერის ფონზე მოუწია ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება მერიას.



პროევროპული აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 31 დეკემბერსაც მერიის წინ შეიკრიბებიან და ერთმანეთს დამდეგ ხელახალ არჩევნებს მიულოცავენ. 

უწყვეტი პროტესტი ქვეყნის მასშტაბით მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართულ ოცნების" მთავრობამ  განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

პროევროპული აქციის მონაწილეები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და ასევე, ამ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას  მოითხოვენ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

Print