ახალი ამბები
"ტასიკოს სახელოსნოს" პროტესტი საახალწლო ბაზრობას
FaceBook
პროტესტის ნიშნად ქუთაისში მცირე მეწარმეებმა უარი თქვეს "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ ორგანიზებულ საშობაო ბაზრობაზე მონაწილეობის მიღებაზე.
ასეთი შეთავაზება ჰქონდა თბილისიდან  "ტასიკოს სახელოსნოსაც". ტასიკო გეგენავა ამბობს, რომ მან უარი  ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო თქვა.  

"არც განწყობა მაქვს და ვთვლი, რომ არც ის მდგომარეობაა ქვეყანაში, რომ სადღესასწაულო განწყობა მქონოდა. ეს არის ერთგვარი ჩემი სოლიდარობაა ქართველი ხალხის მიმართ", - ამბობს ტასიკო გეგენავა.

მისი თქმით, მცირე მეწარმეებისათვის ასეთ ბაზრობზეზე უარის თქმა ფინანსურად არამომგებიანია, თუმცა, აღნიშნავს, რომ ახლა პროტესტის და სოლიდარობის დროა და არა  ფინანსურ მოგებაზე ფიქრის.



2024 წლის 28 ნოემბერიდან 1 თვე გავიდა, რაც ქვეყანა ფართომასშტაბიანმა ყოველდღიურმა პროტესტმა მოიცვა.  მოქალაქეები „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებენ. ისინი ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას.
Print