ვიდეო
საარჩევნო კამპანია ქუთაისში - ოპოზიცია არათანაბარ პირობებზე საუბრობს
FaceBook
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება.
შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა. თუმცა, ქუთაისში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საარჩევნო კამპანია არათანაბარ პირობებში მიდის, რადგან მმართველი პარტია პოლიტიკური ინტერესებისთვის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას არ ერიდება.

გარდა ამისა, ცალკეული ოპოზიციური პარტიები მათ ამომრჩევლების მიმართ ირიბ ზეწოლაზეც საუბრობენ.

თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია ქუთაისში - “ქუთაისიპოსტის” მიერ მომზადებულ ვიდეოში ნახავთ, რომელშიც ქალაქში წარმოდგენილი საარჩევნო სუბიექტები თანაბრად არიან ჩართულნი (თითოეული პოლიტიკური გაერთიანებიდან კითხვაზე პასუხს სცემს ერთი წარმომადგენელი).

რაც შეეხება მმართველ პარტიას, ჩვენ “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თავიანთი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასა და კამპანიის ფარგლებში პარტიებისთვის თანაბრობის პირობების შეფასებაზე უარი გვითხრეს.


26 ოქტომბერს, საქართველოში, მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელსაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი ენიჭება. აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები არის პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ გაიმართება.
Print