ვიდეო
წყალტუბოში მცხოვრებს ბერიაზე სახუმარო ლექსისთვის 8 წელი მიუსაჯეს (ვიდეო)
ბრალდებად ანტისაბჭოთა ქმედება, სხვანაირად რომ ვთქვათ, - საბჭოური გრძნობების შეურაცხყოფა დასახელდა.

წყალტუბოში მცხოვრები ვარდენ აფხაძე 1938 წელს დააპატიმრა საბჭოთა ხელისუფლებამ. დაკავების მიზეზი არც მეტი არც ნაკლები ხუმრობა გახდა. ლექსი ბერიაზე, რომელიც მას ქელეხში წამოსცდა. ამის შემდეგ იგი ყოველ დღე ელოდა დაპატიმრებას, რადგან ხვდებოდა, რომ ბელადებზე ხუმრობა საბჭოეთში სასტიკად ისჯებოდა.

ვარდენ აფხაძეს ორ კვირაში მიაკითხეს, 6 თვეში გაასამართლეს, 8 წელი მიუსაჯეს და ციმბირში გადაასახლეს. ბრალდებად ანტისაბჭოთა ქმედება, სხვანაირად რომ ვთქვათ, - საბჭოური გრძნობების შეურაცხყოფა დასახელდა.

Print