ვიდეო
ვინ აიღებს ოსკარს - ქუთაისელთა შეფასებები (ვიდეო)
კინო სამყაროს წლის მთავარი მოვლენა ოსკარების რიგით 88-ე დაჯილდოვება 28 თებერვალს დოლბის კინოთეატრში გიმართება. მანამდე კი აქტიურად ისმის ოსკარზე წარდგენილი ფილმების შეფასებები და ვარაუდები,  თუ ვინ მიიღებს ოქროს ქანდაკებას.

88 -ე ოსკარების დაჯილდოვების მთავარი კითხვაა, ასევე მიიღებს თუ არა ლეონარდო დიკაბრიო ოსკარს? იგივე კითხვას აქტიურად ეხმაურებიან სოციალურ ქსელშიც, სადაც უკვე გაჩნდა იუმორისტული ფოტოები ლეონარდო დიკაბრიოს და ოსკარის ქანდაკების გამოსახულებებით. ასევე ონლაინ ტოტალიზატორებიში უკვე შესალებელია ფსონი გააკეთოთ, ვინ მიიღებს ოქროს ქანდაკებას მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

კინო დაჯილდოვების მთავარ მოვლენას აფასებენ კინომოყვარულები ქუთაისშიც, ირაკლი მაღლაფერიძე უკვე წლებია აქტიურად ადევნებს თავლს ამერიკული და არამხოლოდ ამერიკული კინოს უახლეს კინოპროდუქტს.

Print