ვიდეო
რატომ გვჭირდება თავისუფალი მედია?! - შეხვედრები იმერეთის მუნიციპალიტეტებში
FaceBook
"ცენზურა შლის წარსულს, "ცენზურა ამახინჯებს აწმყოს", ცენზურა ამღვრევს მომავალს", თავისუფალი მედია გვიცავს, - ამ საკითხებზე სასაუბროდ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში ქუთაისისპოტის ჟურნალისტებმა და მოწვეულმა სპეციალისტმა, ჟურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.


კამპანიის ორგანიზატორები ასობით მოქალაქეს შეხვდა იმერეთის რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში. ამის გარდა, გაიმართა დისკუსიები ხარაგაულში, ტყიბულსა და ქუთაისში.

შეხვედრის მიზანი იყო დისკუსია თავისუფალი მედიის როლზე და საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. რა ხდება, როცა ცენზურა მედიას აკონტროლებს და რიგით მოქალაქეებამდე არ უშვებს სიმართლეს. რამდენად სჭირდება მედია ხალხს და ხალხი მედიას.

„თავისუფალი მედია გვიცავს“ ამ თემაზე შეხვედრა გაიმართა ხარაგაულში.



დისკუსია გაიმართა ტყიბულში მედიისა და სიტყვის თავისუფლების როლზე. 



მედიის თავისუფლების მნიშვნელობა, მისი გავლენა საზოგადოებაზე და მისი როლი დემოკრატიის გზაზე გახდა დისკუსიის მთავარი თემა ქუთაისში, ქუთაისის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზეც.  


Print