ვიდეო
კულტურული მემკვიდრეობის მცველები
FaceBook
როგორც ცვლის მედიის ჩართულობა ადამიანთა ყოფას, როგორც აუმჯობესებს მათ ცხოვრებას და ეხმარება, მათი სათქმელი იმ პირებამდე მიიტანოს, ვისაც პრობლემების მოგვარება კანონით ისედაც ევალება.

"ქუთაისიპოსტი" იწყებს კამპანიას, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული ადამიანური ისტორიებით მოგიყვებით, როგორ დაეხმარა მედია რიგით მოქალაქეს, როცა მისი უფლებები ირღვეოდა, ან ჰქონდა კონკრეტული პრობლემა.

მასალებში ნაჩვენები იქნება, როგორ გამოიყენა მოქალაქემ თავისუფალი მედია თავისი პრობლემების გასაჟღერებლად და მოსაგვარებლად, ასევე როგორ იცავს მედია ქალაქის იერსახეს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს დაზიანებისგან თუ ავთენტურობის დაკარგვისგან.

„ოქროს ჩარდახი“ ქუთაისში არსებული უძველესი საერო ძეგლია. ქალაქის მერიამ, მისი რეკონსტრუქცია-რესტავრაციის მიზნით მოამზადა პროექტი და შერჩია კომპანია, თუმცა პროექტი, როგორც მოგვიანებით გაირკვა „ოქროს ჩარდახს“ მთლიანად უცვლიდა სახეს და ძეგლის ქსოვილში უხეში ჩარევები უკარგავდა ავთენტურობას. მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ განგაში ატეხა. ძეგლის დასაცავად შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი.

„ოქროს ჩარდახის“ გადასარჩენად ბრძოლის ისტორია იხილეთ ქუთაისიპოსტის ვიდეოში. 





Print