ვიდეო
იმერეთის ვიცე-გუბერნატორის კაბინეტი სათვალთვალო კამერებით (ვიდეო)
ვიცე-გუბერნატორი ირწმუნება,  მისთვის მთავარი მუშაობის ხარისხია და არა კომფორტი

კაბინეტი, რომელსაც "ქუთაისიპოსტი" ამჯერად ესტუმრა, იმერეთის ვიცე- გუბერნატორის, პაატა ნადირაძეს სამუშაო ოთახი გახლავთ.

ნადირაძე აღნიშნავს, რომ მისი სამუშაო ოთახი კოსმეტიკურ რემონტს საჭიროებს, თუმცა ამის მიუხედავად, კაბინეტში ინტერიერისა და ექსტერიერის ცვლილება არ განუხორციელებია, რადგან როგორც ვიცე-გუბერნატორი ირწმუნება,  მისთვის მთავარი მუშაობის ხარისხია და არა კომფორტი.

ერთადერთი სიახლე რაც პაატა ნადირაძეს კაბინეტში თვალში მოგხვდებათ, ეს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის სათვალთვალო მონიტორი.

ქუთაისიპოსტი გთავაზობთ მორიგ ვიდეო რუბრიკას "პოლიტიკოსები და საჯარო მოხლეები კაბინეტში".

რუბრიკის არსი მდგომარეობს, აჩვენოს როგორ გამოიყურება დღეს პოლიტიკოსებისა და ქუთაისელი მაღალჩინოსნების კაბინეტები.

რუბრიკის ფარგლებში მომზადებული ვიდეომასალა თვეში ერთხელ გათავსდება ქუთაისიპოსტზე.

როგორ გამოიყურება იმერეთის ვიცე- გუბერნატორის პაატა ნადირაძეს კაბინეტი? - ნახეთ ვიდეო:

Print