ვიდეო
უმაღლესი განათლების ევროპული პერსპექტივები - გადაცემა (ვიდეო)
რა სიკეთეებს და პერსპექტივებს აჩენს ასოცირების ხელშეკრულება განათლების სფეროში


ქუთაისიპოსტის სტუდიაში მომზადებული მორიგი გადაცემის თემაა უმაღლეს სასწავლებელში არსებული სწავლების ხარისხი და რუსერსები, ევროპულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პარქტიკები, ასევე, თუ რას ცვლის ასოცირების ხელშეკრულება განათლების სფეროში, რას სიკეთეებს და პერსპექტივებს აჩენს.

გადაცემის სტუმრები არიან, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ირმა გრძელიძე და ორგანიზაცია "ევროპული და აღამოსავლური ენების ცენტრის" დამფუძნებელი, ეკა თოფურია.

გადაცემაში თქვენ ასევე, ნახავთ ვიდეოსიუჟეტებს, თუ რა შესაძლებლობებს აჩენს ასოცირების ხელშეკრულება განათლების სფეროში. ხოლო მეორე სიუჟეტი მოგვითხობს ერთ კონკრეტულ სტუდენტზე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გაცვლით პროგრამაში. გაცვლითი პროგრამით მაგისტრატურა გაიარა რუმინეთში და ევროპიდან დაბრუნების შემდეგ დასაქმებული და წარმატებულია.




გადაცემა მომზადებულია პროექტის "მედია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის" (M-GEA) ფარგლებში. M-GEA პროექტი, რომელსაც IღEX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IღEX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.
Print